Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+2ფორმულა+2ფორმულა+2თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ პირთა საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს ესწრებიან პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია და ნიკა გვენცაძე, ხოლო მურთაზ ზოდელავა და ირაკლი შაიშმელაშვილი სხდომას არ ესწრებიან. თორნიკე მჭედლიშვილი საქმის განხილვას არ ესწრება, რადგან ის პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლებულია. ფორმულა+2
მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძესთან დაკავშირებით პროკურორმა ვაჟა თოდუამ შუამდგომლობა დააყენა, რადგან მან ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმება მოითხოვა. შეთანხმების პირობების მიხედვით, მას 1-წლიანი რეალური სასჯელი და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრება. მოსამართლე თეა ლეონიძის განმარტებით, გვენცაძის საქმე ცალკე გამოიყო, კანცელარიას დაუბრუნდება და მას სხვა მოსამართლე განიხილავს. ფორმულა+4
სხვა მსჯავრდებულების — პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას — პროცესი მოსამართლე თეა ლეონიძემ გადადო. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ დაცვის მხარემ გაასაჩივრა. ფორმულა+3