Uncategorized

Share your love

მარნეულში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. მათ ბრალი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში ედებათ. დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღის მალულად შემოტანისთვის ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ საზღვარგარეთ 8 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა. ბრალდებულმა იარაღები ავტომანქანაში მოწყობილ სამალავში განათავსა და 12 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკიდან, საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოიტანა.

ეუთო-ს თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ეუთო-ს თავმჯდომარის, იგნაციო კასისის ვიზიტი არის დასტური იმისა, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ორგანიზაციის დღის წესრიგში დგას. მინისტრის თქმით, შვეიცარია საქართველოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შუამავლის როლს ასრულებს. იგნაციო…

ტელეკომპანია „იმედის“ მეწილეთა შემადგენლობა შეიცვალა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი კომპანიის წილობრივი გადანაწილება შეიცვალა. ახალი სტრუქტურის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილი ოთხ ფიზიკურ პირს: მარიამ ლომიძეს, ირაკლი ჩიხლაძეს, მაია ჩიგოშვილსა და მაგდალინა ანიკაშვილს ეკუთვნით, თითოეულს 25%-იანი წილით.

ირაკლი კობახიძე პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით უნდა გადაწყდეს, ვინ არის მართალი, რადგან პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ არსებული კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას. კობახიძის თქმით, მთავრობას მიაჩნია, რომ ეს პარტიები არაკონსტიტუციურები არიან, რაც გამომდინარეობს მათი წარსულიდან,…

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების დაფინანსებას წყვეტს და მოსახლეობისთვის 38 მილიონ ევროს გამოყოფს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას აღარ დააფინანსებს. ამასთან, ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი იგნაციო კასისი საქართველოში იმყოფება

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. კასისს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

უკრაინისთვის Starshield-ის სისტემის შეზღუდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია

სააგენტო Reuters-ი ორ ამერიკელ და ერთ დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პენტაგონმა თეთრი სახლიდან მიიღო ბრძანება უკრაინისთვის SpaceX-ის სატელიტური სისტემის, Starshield-ის მუშაობის შეზღუდვის ან სიჩქარის შემცირების შესახებ. წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, ვინ გასცა კონკრეტული განკარგულება თეთრ სახლში.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები იწყება

მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ აკრძალვის საკითხს განიხილავს. საქმეს შვიდი მოსამართლე სამი დღის განმავლობაში განიხილავს, გადაწყვეტილების მისაღებად კი სასამართლოს 9 თვე აქვს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით,…

დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამის შეფასება

საქართველოს მთავრობამ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის დაჩქარების მიზნით, ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციის გაცემის პროგრამა შემოიღო. აღნიშნული მექანიზმი ითვალისწინებს საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი დახმარების გაცემას, რაც ნებაყოფლობითია და განკუთვნილია იმ დევნილებისთვის, რომლებსაც მანამდე არ უსარგებლიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამებით. კომპენსაციის ოდენობა…

Stay informed and not overwhelmed, subscribe now!