Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

იმედი+2იმედი+4იმედი+3საქართველოს პროკურატურამ 66 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინა გაუპატიურების, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, იძულების და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული მუქარისა და იძულების ფაქტებზე. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მონაცემებით, ბრალდებულმა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა. იმედი+4
გამოძიების ცნობით, ბრალდებული შემდგომშიც იძულებით ამყარებდა სექსუალურ კავშირს და მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის შემცველ მასალებს, რომელთა გავრცელების მუქარითაც ურთიერთობის გაგრძელებას სთხოვდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ბრალდებულმა დაზარალებულის არასრულწლოვან ძმას აჩვენა, რის შემდეგაც მას დასთან დაკავშირება და შეხვედრა აიძულა, ასევე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. იმედი+4
წარდგენილი ბრალდებები ითვალისწინებს სასჯელს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იმედი+3