Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+2ფორმულა+1ფორმულა+2ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით 9 373 საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც ხმის მიცემის უფლება 6.6 მილიონამდე მოქალაქეს აქვს. კენჭისყრა დილის 07:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათამდე გაგრძელდება. იმედი
არჩევნები შავი ზღვის სანაპიროსთან სავაჭრო გემებზე განხორციელებული თავდასხმების ფონზე ტარდება, რასაც, Reuters-ის ცნობით, სავარაუდოდ, ორი ათეული ან ოცზე მეტი უცხოელი მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარის გამო ბულგარეთის მთავრობამ მოკავშირეებს საზღვაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დახმარება სთხოვა. ბულგარეთს რუსეთი თავდასხმებში პირდაპირ არ დაუდანაშაულებია, თუმცა პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ ეს მოვლენები რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ემსახურება. ფორმულა+1
კვლევითი ორგანიზაცია „ალფა რისერჩის“ მონაცემებით, კანდიდატებს შორის ლიდერობენ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ილიანა იოტოვა 41%-ით და ყოფილი დროებითი პრემიერ-მინისტრი ანდრეი გიუროვი 28%-ით. იოტოვა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი უჭერს მხარს, რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით დასრულების მომხრეა. გიუროვი, რომელსაც პროდასავლური და რეფორმისტული პარტიები უჭერენ მხარს, უკრაინის მხარდაჭერას ემხრობა და პრემიერ-მინისტრობისას კიევთან უსაფრთხოების შეთანხმებასაც მოაწერა ხელი. ფორმულა+1
თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების უმრავლესობას, არჩევნების მეორე ტური 1 ნოემბერს გაიმართება. იოტოვას გამარჯვების შემთხვევაში, ის ბულგარეთის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. ფორმულა+2