Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+1ფორმულა+1ფორმულა+1უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 600-მდე მართვადი საავიაციო ბომბი, 48 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური, და თითქმის 2 300 დამრტყმელი დრონი გამოიყენა. ზელენსკის თქმით, ეს ქმედებები რუსეთის პასუხია დიპლომატიასა და იზოლაციიდან გამოსვლის მცდელობებზე. ფორმულა+1
პრეზიდენტის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად ცხრა რეგიონში დაფიქსირდა ნგრევა და დაზიანებები. კერძოდ, დნიპროპეტროვსკის ოლქზე მიტანილი იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 22 დაშავდა. ვინიცაში დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა. ხარკოვში რუსულმა ძალებმა სამშენებლო ჰიპერმარკეტს დაარტყეს, რასაც მოჰყვა მეორე დარტყმა შემთხვევის ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურებზე, რის შედეგადაც პირველი რეაგირების ჯგუფის წევრები დაშავდნენ. ფორმულა+1
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შემცირდეს. მისი თქმით, აუცილებელია ევროპული ქვეყნების მიერ უკვე დამტკიცებული Patriot-ის ჩამჭერი რაკეტების მოწოდების განბლოკვა. ასევე, პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა უკრაინის საბრძოლო ავიაციის მხარდაჭერა რეაქტიული ძრავით აღჭურვილი „შაჰედების“ წინააღმდეგ თავდაცვისთვის. ფორმულა+1