Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

იმედი+1იმედი+1იმედი+1სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისსა და იმერეთის რეგიონში განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში დარღვევები დაფიქსირდა. თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე შპს „არქეი რესთორანთ 02“-ის შემოწმება სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა, რის შედეგადაც რესტორანში კრიტიკული შეუსაბამობები განმეორებით გამოვლინდა. შედეგად, ბიზნესოპერატორი 5000 ლარით დაჯარიმდა და მას კონკრეტული საწარმოო პროცესი შეუჩერდა. tvpirveli-ს ცნობით, საუბარია თბილისში მდებარე ცნობილ რესტორანზე. იმედი+3
ბაღდათში, სოფელ დიდველაში, ინდივიდუალური მეწარმე მ. შ.-ს საქმიანობის შემოწმებისას დადგინდა, რომ ის ყველს რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, არალეგალურად აწარმოებდა. იმერეთის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, მეწარმეს დაეკისრა ჯარიმა და შეუჩერდა როგორც საქმიანობა, ისე საწარმოო პროცესი. სააგენტო ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს. იმედი+1