Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+2ფორმულა+2ფორმულა+1„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების გამო, ვარკეთილსა და ვაზისუბანში 6400 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. შეზღუდვა ძალაში იქნება 2 ნოემბრის 22:00 საათიდან 3 ნოემბრის 10:00 საათამდე. ფორმულა+2
გაზმომარაგება შეუწყდებათ შანდორ პეტეფის, წულუკიძის, იოსებ და ლეონ ორბელების, დავით კვაჭანტირაძის ქუჩების, ვაზისუბნის დასახლებისა და ვარკეთილის 4-3 მიკრორაიონის სხვადასხვა კორპუსებს, ასევე რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლას, მათ შორის #90-ე და #157-ე სკოლებს, კერძო სკოლა „ალბიონს“ და სხვადასხვა შპს-ს. ფორმულა+1
„თბილისი ენერჯის“ ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენა 3 ნოემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე დასრულდება. კომპანია მოუწოდებს მოსახლეობას, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში, ხოლო გაზის სუნის შეგრძნების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე ან სწრაფი რეაგირების სამსახურში. ფორმულა+1