Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+3ფორმულა+3იმედი+2საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დედამ მეგობართან ერთად, მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული 11 წლის შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2024 წლის აპრილიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ფორმულა+5
გამოძიების ცნობით, ბრალდებულები არასრულწლოვანს ყოველდღიურად უწესებდნენ შესაგროვებელი თანხის ოდენობას და თანხის შეგროვებამდე მას სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ, მიუხედავად ამინდის პირობებისა. ასევე აღინიშნება, რომ ბავშვს არ აძლევდნენ სკოლაში სიარულის შესაძლებლობას, დაჰყავდათ შეუსაბამო ადგილებში და არ უზრუნველყოფდნენ საკვებითა და შესაბამისი ტანსაცმლით. ფორმულა+3
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფორმულა+3