Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+2ფორმულა+3ფორმულა+2ადვოკატი მარიკა არევაძე აცხადებს, რომ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და მის მიმართ პროვოკაციული ქმედებები გრძელდება. არევაძის ინფორმაციით, პატიმარმა მას უთხრა, რომ საკანში ყოფნისას ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა, რასაც დავითაძის მხრიდან სიტყვიერი რეაგირება მოჰყვა, რის შემდეგაც მას ტელევიზორი ჩამოართვეს. ადვოკატმა დაწესებულების დატოვებისას სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია და პატიმრის დღესვე მონახულება მოითხოვა. ფორმულა+6
გიორგი დავითაძემ მანამდე სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ მე-6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგმა მასზე სექსუალურად იძალადა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ბრალდება დეზინფორმაციად შეაფასა და განაცხადა, რომ პატიმრის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. საქართველოს პროკურატურამ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაასრულა და საქმე შეწყვიტა, ვინაიდან, უწყების მტკიცებით, მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ფორმულა+1