Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+3ფორმულა+1ფორმულა+1ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში გააკრიტიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის შეხვედრა. უილსონმა აღნიშნული შეხვედრა „მანკიერ კავშირად“ და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფად შეაფასა. ფორმულა+3
შეხვედრა 16 ოქტომბერს ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში შედგა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და დადებითად შეფასდა თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით. ფორმულა+1
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას, რა დროსაც ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას მშვიდობის უზრუნველყოფისთვის. თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, მასუდ ფეზეშქიანმა ისაუბრა საქართველოსთან ურთიერთობების გასაძლიერებლად სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე და გააკრიტიკა აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. რადიო თავისუფლება