Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

იმედი+3იმედი+5იმედი+5შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა, რომელშიც ერთ-ერთი დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს. იმედი+10
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები არასრულწლოვანს შრომითი ექსპლუატაციის მიზნით, ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ძალადობის მუქარით აიძულებდნენ მოწყალების თხოვნას და დღიურად 100 ლარის შეგროვებას. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, ბრალდებულები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. იმედი+7
სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულთა დანაშაულებრივ ქმედებებს ადასტურებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმედი+5