Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+4ფორმულა+1ფორმულა+1აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაასაჯაროოს მეტი ინფორმაცია ირკუტსკის შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტის ლაბორანტის, 28 წლის დარია შიპილოვას გარდაცვალების შესახებ. რუბიოს თქმით, ვაშინგტონი ვითარებას ყურადღებით აკვირდება და მზადაა დახმარება გაუწიოს რუსეთს, თუ სიტუაცია იმაზე სერიოზული აღმოჩნდება, ვიდრე ამ დრომდეა ცნობილი. ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ სრული მონაცემების გარეშე ვარაუდების გამოთქმა უპასუხისმგებლობა იქნება. ფორმულა+4
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზედამხედველობის სამსახური ლაბორატორიულ ავარიას უარყოფს. უწყების განცხადებით, შიპილოვა გარდაიცვალა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ და მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა. ფორმულა+1
მედიის ინფორმაციით, შიპილოვას დაინფიცირების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მან მუშაობისას ფილტვის შავი ჭირის ბაქტერიის შემცველი სინჯარა შემთხვევით გატეხა. ოფიციალური უარყოფის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ საავადმყოფოებში მკაცრი შეზღუდვები დააწესა და გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 200 ადამიანი სამედიცინო იზოლაციაში მოათავსა. ფორმულა+1
პარალელურად, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა, კერძოდ ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა, შესაძლო ეპიდემიის პრევენციის მიზნით საზღვრებზე სანიტარული კონტროლი გაამკაცრეს. რუსთავი 2