Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ავსტრიის ხელისუფლებამ ოთხი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება დაავალა. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიპლომატების ქმედებები მათი სტატუსისთვის შეუსაბამო იყო, რაც, Reuters-ის ცნობით, ჯაშუშობას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, სამი დიპლომატი რუსეთის საელჩოში, ხოლო ერთი ეუთოში რუსეთის წარმომადგენლობაში მუშაობდა. ფორმულა+4
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ლიუბინსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვის რეაქცია ავსტრიის ამ გადაწყვეტილებაზე გარდაუვალი იქნება. ფორმულა+2