Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

იმედი+3იმედი+4იმედი+4შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ორი არასრულწლოვანი დააკავეს. მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილ ქურდობაში ედებათ. იმედი+4
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც გასაყიდი პროდუქცია გაიტანეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დაადგინეს და დააკავეს, ხოლო ნაქურდალი პროდუქცია ნივთმტკიცებად ამოიღეს. იმედი+4
გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. უწყების ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვნები ბათუმში სხვადასხვა დროს მომხდარ ქურდობის კიდევ რამდენიმე ფაქტში ფიგურირებენ. იმედი+5
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმედი+4