Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+1ფორმულაფორმულა+2აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება შეაჩერა. აღნიშნული სანქციები ძალაში 18 ოქტომბრიდან უნდა შესულიყო, თუმცა ტრამპმა ბრძანებას ხელი 16 ოქტომბერს მოაწერა. აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, სანქციების შეჩერება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის. ფორმულა+1
ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას „ლაჩრული“ ნაბიჯი უწოდა. ბლუმენტალის თქმით, ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან საერთო არაფერი აქვს და ის „ვლადიმერ პუტინისთვის ფეხქვეშ გაგებას“ ემსახურება. ფორმულა+2
სენატორი აცხადებს, რომ ტრამპი „სისხლისმსმელი მკვლელისა და რუსული ომის მანქანის ხელშემწყობთა მხარეს“ დგას. ბლუმენტალმა იმედი გამოთქვა, რომ მისი კოლეგები ამ გადაწყვეტილების დასაგმობად მას შეუერთდებიან. ფორმულა+3