Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

იმედი+5იმედი+6იმედი+4შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცხელ კვალზე აიყვანეს. იმედი+5
გამოძიების ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ინციდენტი ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რა დროსაც ბრალდებულმა ცივი იარაღი გამოიყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. იმედი+6
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმედი+4