Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+1ფორმულა+2ფორმულა+2გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კატრინ დეშაუერმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დიდი შეშფოთებით აკვირდება. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი არის ნაბიჯი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირისგან აშორებს და შიდა დემოკრატიას ასუსტებს. ფორმულა+3
დეშაუერმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება პრობლემურია, რაზეც მანამდე ევროკომისიამ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმაც მიუთითეს. გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული სარჩელი აზიანებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ფორმულა+1
გერმანიის ფედერალური მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ შეშფოთებასა და ეჭვებს ქართულ მხარეს აუცილებლად გააცნობენ. დეშაუერის თქმით, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგშიც იყო განხილული. ფორმულა+2