Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+6რუსთავი 2+2ფორმულა+5თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ კირვალიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით სამართალდამრღვევად ცნო. ფორმულა+5
მოსამართლის გადაწყვეტილებას კირვალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ტვ პირველის ცნობით, კირვალიძემ მოსამართლეს „მონა“ და „ბიძინას მონა“ უწოდა. ამასთან, რუსთავი 2-ის ცნობით, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კირვალიძემ სასამართლო დარბაზში მაგიდა დააზიანა, რაზეც სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გამოძიება მიმდინარეობს. ფორმულა+4
გიორგი კირვალიძეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა. იმავე დღეს მან ბიძინა ივანიშვილს შეაგინა, რის შემდეგაც პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში შეთანხმების გაუქმება მოითხოვა. ფორმულას ცნობით, კირვალიძე იმ 30-ზე მეტ პირს შორის იყო, რომლებმაც პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თხოვნით თავად მიმართეს. პუბლიკა+4