Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

იმედი+2იმედი+4იმედი+3გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირი დამნაშავედ ცნო თვითმკვლელობამდე მიყვანის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე. ბრალდებულებს სასჯელის სახით 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. იმედი+8
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტო და ვიდეომასალა ყალბი ფეისბუქის გვერდის გამოყენებით მოიპოვეს. პროკურატურის ცნობით, აღნიშნული მასალა დაზარალებულის პატივისა და ღირსების შელახვის მიზნით გავრცელდა და გაეგზავნა მის ოჯახის წევრებსა და ნაცნობებს. იმედი+6
საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 157-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში. იმედი+4