Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

იმედი+2იმედი+3იმედი+3შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მას ბრალი ედება ოჯახის წევრის მიმართ მუქარაში, ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილ ძალადობასა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში. იმედი+4
გამოძიების თანახმად, საზღვარგარეთიდან ახლად დაბრუნებულმა მამაკაცმა 31 ოქტომბერს, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა შვილზეც იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმედი+3
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პირი იმერეთის რეგიონში, კერძოდ, ზესტაფონში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმედი+5