Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

პირველი არხი+5პირველი არხი+6პირველი არხი+5შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ სოფელში კონფლიქტის დროს თანასოფლელს ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. პირველი არხი+6
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პირველი არხი+5