Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

რუსთავი 2+1რუსთავი 2+1რუსთავი 2თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი, რომელიც ე.წ. ჩორჩანას საქმეს უკავშირდება. ბრალდება გიორგი გახარიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რაც, ბრალის მიხედვით, საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს ერთპიროვნულად აღმართვას და შედეგად 100 ჰექტარი ტყის მასივისა და დასახლებული პუნქტების ოკუპაციას გულისხმობს. რუსთავი 2+1
სასამართლოზე დაცვის მხარის მოწმედ დაკითხულმა მაია ცქიტიშვილმა დაადასტურა, რომ საგუშაგოს აგებამდე მას ჰქონდა კომუნიკაცია გიორგი გახარიასთან, რომელმაც მას საგუშაგოსთან მისასვლელი გზების გაყვანა სთხოვა. პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ეს ფაქტი უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად იქნა მიღებული. რუსთავი 2+1
პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, მაია ცქიტიშვილმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ საგუშაგოს აღმართვის შესახებ ინფორმაცია მან მედიიდან შეიტყო და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომებს არ ესწრებოდა. პროკურორის თქმით, გზის გაყვანა ავტომატურად საგუშაგოს აღმართვას არ ნიშნავს. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებული გიორგი გახარიას დისტანციური დაკითხვის შესახებ არ დააკმაყოფილა. რუსთავი 2