Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+3ფორმულა+2ფორმულა+3რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული სასმელების იმპორტთან დაკავშირებული შეზღუდვები რუტინული პროცედურაა და მასში პოლიტიკური ქვეტექსტი არ არსებობს. ზახაროვას თქმით, აღნიშნული საკითხი რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის, „როსპოტრებნადზორის“ კომპეტენციას განეკუთვნება. ფორმულა+6
ზახაროვას განმარტებით, რუსეთში პროდუქციას ათობით ქართული კომპანია აწვდის, თუმცა დარღვევები მხოლოდ რამდენიმე საწარმოში გამოვლინდა. მისივე თქმით, დანარჩენი კომპანიები რუსულ ბაზარზე საქმიანობას უპრობლემოდ აგრძელებენ. რუსული მხარის ცნობით, შეზღუდვები უკავშირდება პროდუქციის შეუსაბამობას ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიმართ დადგენილ მოთხოვნებთან. ფორმულა+2
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტი შეზღუდა, მათ შორის დასახელდნენ „ნაბეღლავი“, „კოკა-კოლა“, „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ასკანელი ძმები“ და „ქართული ლუდის კომპანია“. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაუგებრად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ის შეიცვლება. ფორმულა+2