Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+2ფორმულა+3ფორმულა+3კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში 19 ოქტომბერს, 21:00 საათზე, მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. ჩხაიძის თქმით, პატიმარი დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით ციხის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გაწერეს. ფორმულა+4
20 ოქტომბერს ფეიქრიშვილი კლინიკაში განმეორებით გადაიყვანეს. ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, პატიმარს ზედა კიდურების ტრავმული დაზიანებები, მათ შორის ნაკვეთი ჭრილობები და მოტეხილობები აღენიშნებოდა, რის გამოც მას საოპერაციო პირობებში ჭრილობების ქირურგიული დამუშავება ჩაუტარდა. კლინიკის დირექტორის თქმით, ეს დაზიანებები პატიმარს წინა დღეს არ ჰქონია და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია. ფორმულა+5
პატიმრის ადვოკატი პაატა გოგიაშვილი აცხადებს, რომ 16 ოქტომბერს ფეიქრიშვილს ციხის საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე. ადვოკატის თქმით, ფეიქრიშვილმა თვითდაზიანებებიც მიიყენა, ხოლო მანამდე მას ჰქონდა ნეკნების, თავის ქალისა და სახის ძვლების მოტეხილობები. ადვოკატის ინფორმაციით, ფეიქრიშვილის ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმა, ძმის სიცოცხლის გადასარჩენად ვენები გადაიჭრა. ფორმულა+4
სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ძალადობას კატეგორიულად გამორიცხავს და ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს, თუმცა უწყება არ აკონკრეტებს, რა გარემოებებში მიიღო პატიმარმა დაზიანებები. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 19 ოქტომბერს ომბუდსმენის რწმუნებული პატიმრის მოსანახულებლად შევიდა, თუმცა ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. ფორმულა+3