Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+5ფორმულა+1ფორმულაკლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაადასტურა, რომ პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში 19 ოქტომბერს, 21:00 საათზე, მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. ჩხაიძის თქმით, პატიმარი დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით შემდგომში ციხის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ზოგიერთ შემთხვევაში, ზურაბ ჩხაიძემ დაზიანებების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და ინფორმაციის მისაღებად პენიტენციურ სამსახურთან გადაამისამართა. ფორმულა+3
პატიმრის ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა და მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, მათ შორის ჩამტვრეული ნეკნები, თავის ქალა და სახის ძვლები. ადვოკატის მტკიცებით, დაზიანებები პატიმარს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა (იგივე „კაწრო“), შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ მიაყენეს. ადვოკატის თქმით, ამავე პერიოდში გიორგი ფეიქრიშვილმა, რომელიც ასევე პატიმრობაშია, ძმის სიცოცხლის გადასარჩენად ვენები გადაიჭრა. ფორმულა+1
სპეციალური პენიტენციური სამსახური დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად გამორიცხავს. რაც შეეხება პატიმრის დედის მოთხოვნას შვილთან შეხვედრის თაობაზე, პენიტენციურ სამსახურში განმარტეს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დავით ფეიქრიშვილს შეხვედრების უფლება შეზღუდული აქვს. ფორმულა