Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+3ფორმულა+2Facebook - მთავარი არხირომის პაპი ლეო XIV უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. საუბრის მთავარი თემა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება იყო. წმინდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, პაპმა საუბარში ახსენა „ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის“ თხოვნა, რომლითაც მან მანამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართა. ფორმულა+5
ფორმულა-ს ცნობით, პაპმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო საკვებისა და სამედიცინო დახმარების მიწოდება, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობითი ევაკუაცია. ამავე წყაროს ინფორმაციით, ოლეშკიში საკვების მიწოდება ვერ ხერხდება, ხოლო რუსული არმია მოსახლეობას ქალაქიდან გასვლის შესაძლებლობას არ აძლევს. ფორმულა
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პაპთან საუბრისას მან დეტალურად განიხილა რუსული ესკალაცია და უკრაინულ ქალაქებზე განხორციელებული დარტყმები. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ პაპს ოპერაციის შემდეგ სრული და სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და მადლობა გადაუხადა უკრაინელი ხალხისთვის ლოცვისთვის. Facebook - მთავარი არხი