Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ინტერპრესნიუსიინტერპრესნიუსიFacebook - მთავარი არხირუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორმა F-16 ტიპის გამანადგურებელმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შემოიჭრნენ. უწყების ცნობით, პირველი დრონი 17:59 საათზე შემოვიდა და 2 წუთში, სულინადან სამხრეთ-აღმოსავლეთით 25 კმ-ში ჩამოაგდეს, ხოლო მეორე დრონი 18:05 საათზე, სულინადან აღმოსავლეთით 20 კმ-ში გაანადგურეს. ინტერპრესნიუსი
მთავარი-fb Nexta-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რადარებმა საჰაერო მიზნების ჯგუფი შავ ზღვაში, უკრაინული კუნძულ ზმეინის აღმოსავლეთით, დაახლოებით 120 კილომეტრში აღმოაჩინეს. მათივე ინფორმაციით, ობიექტები სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდნენ. Facebook - მთავარი არხი
რუმინეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, მომხდარი ინციდენტის შესახებ უკვე ეცნობათ ნატოს მოკავშირეებსა და ევროკავშირის პარტნიორებს. ინტერპრესნიუსი