Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

პირველი არხი+1პირველი არხი+1პირველი არხი+1რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხარკოვში ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 59 დაშავდა. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. პირველი არხი+1
სინეგუბოვის თქმით, 35 ადამიანი აფეთქებისას დაშავდა, დანარჩენებს კი აღენიშნებათ ჭრილობები, მინის ნამსხვრევებით მიყენებული დაზიანებები, დაჟეჟილობები და მწვავე სტრესული რეაქცია. დაშავებულთა შორის სამი ბავშვია, ხოლო საავადმყოფოებში 30 დაჭრილი რჩება. 1tv-ის ცნობით, სამი მათგანი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. პირველი არხი+1
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთმა ხარკოვზე იერიში მართვადი საავიაციო ბომბებით მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო საწარმოები, საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები. პირველი არხი