Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

რუსთავი 2+5რუსთავი 2+1რუსთავი 2+4ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ გამართული მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეხვედრისთვის სათამაშო სქემა და ძირითადი შემადგენლობა შეცვალა. პირველი არხი+2
პირველი ტაიმი ჩრდილოეთ ირლანდიის უპირატესობით წარიმართა, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა რამდენიმე სახიფათო მომენტი განმუხტა. შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა, თუმცა გიორგი წიტაიშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა ვერ შეძლეს. მატჩის 83-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა ისააკ პრაისის პენალტი მოიგერია. პირველი არხი+1
ერთა ლიგის B2 ჯგუფის სატურნირო ცხრილში ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო საქართველო 2 ქულით ბოლო, მე-4 პოზიციას იკავებს. ნოემბერში საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილ ორ შეხვედრას უნგრეთთან და უკრაინასთან გამართავს. რუსთავი 2+4