Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

პირველი არხი+2პირველი არხი+3პირველი არხი+3შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს ხუთი პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალი ედებათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში. პირველი არხი+2
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ორი ავტომატი, ხუთი პისტოლეტი, მჭიდები და ათეულობით საბრძოლო ვაზნა. პირველი არხი+3
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე ვადით. პირველი არხი+3