Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

პირველი არხიპირველი არხი+2პირველი არხი+1საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დაიწყო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვას ითხოვს. სხდომა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პირველი არხი
მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს მიმართა და აღნიშნა, რომ სარჩელში წარმოდგენილი პრეტენზიების დაზუსტების გარეშე პროცესის წარმართვა გართულდება. გოცირიძის თქმით, გაურკვეველია, მაგალითად, 2003-2012 წლების ფაქტები რომელ პოლიტიკურ პარტიას უნდა შეერაცხოს და როგორ უნდა მოხდეს მტკიცებულებების განაწილება სხვადასხვა პარტიებს შორის. პირველი არხი+2
თავის მხრივ, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ გაუგებარია, 2003-2012 წლების ფაქტები მიემართება თუ არა 2019 წელს დაარსებულ პარტია „ლელოს“. ამავე პარტიის წარმომადგენელმა თორნიკე ართქმელაძემ დაამატა, რომ სარჩელში არ არის ნათლად განსაზღვრული, თუ რომელმა მოპასუხემ უნდა უპასუხოს სარჩელში მითითებულ კონკრეტულ გარემოებებს, რაც, მისი თქმით, სერიოზული პრობლემაა. პირველი არხი+1