Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+2ფორმულა+2ფორმულა+1საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის გაფართოების შესახებ მოსალოდნელ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროკომისია საქართველოს მიმართ „საბჭოთა მეთოდებს“ იყენებს. მისი თქმით, ევროკომისიის მხრიდან ადგილი აქვს კონფრონტაციას, ესკალაციას, ზეწოლასა და იძულებას, ნაცვლად დიალოგისა. ფორმულა+3
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მზად არიან დიალოგისთვის, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლები „დიალოგის მაგიდას გარშემო უტრიალებენ“. პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკომისიის საგარეო პოლიტიკა „უმწიფრად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელობაში პოსტსაბჭოთა ლიდერების ყოფნა მათ ქცევებზე გავლენას ახდენს. ფორმულა+1
პაპუაშვილის შეფასებით, აღნიშნული ქმედებები ევროპული ღირებულებების ნგრევას უწყობს ხელს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება კვლავ „ევროპულად“ იქცევა. ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს. ფორმულა+2