Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

რუსთავი 2+1რუსთავი 2+2რუსთავი 2+1თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა გაიმართა, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოადგინეს. ახობაძეს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ედება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსთავი 2+3
პროკურორი ანა ლეკიაშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს გააჩნია მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი დოკუმენტაცია და ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ახობაძემ ჩაიდინა მისთვის შერაცხული ქმედება. პროკურატურის ვერსიით, ახობაძემ მეწარმეს თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა, რის სანაცვლოდაც 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ. რუსთავი 2+4
თავის მხრივ, ლევან ახობაძის ადვოკატი დავით სიმონია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებით სარგებლობს. ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც ბრალდების მხარე ახობაძის ბრალეულობას დაადასტურებს. დაცვის მხარე გამორიცხავს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და აცხადებს, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. რუსთავი 2+2