Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

იმედი+1იმედი+1იმედი+2შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისში მდებარე რამდენიმე სასტუმრო გაქურდა, ხოლო ორ შემთხვევაში მოქალაქეების კუთვნილი ნივთების დაუფლება სცადა, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო. იმედი+1
სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმედი+2