Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+1ფორმულა+2ფორმულა+3მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა „ტვ ფორმულას“ წამყვანს, ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების, კერძოდ, შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა. აღსანიშნავია, რომ ივლისში სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორში 14 დღე გაატარა, რაც ასევე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდებოდა. ფორმულა+1
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ ვახო სანაია ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო ისჯება. ორგანიზაციის შეფასებით, დამოუკიდებელ მედიაზე განხორციელებული წნეხი და სამართლებრივი მანიპულაციები ავტორიტარული სისტემის ნაწილია. ფორმულა+2
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებით, აზრის გამოხატვისთვის ადამიანის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა და იზოლატორში არსებული პირობები არაპროპორციულია. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ შეფასებით კი, აღნიშნული გადაწყვეტილება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება და საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს. ფორმულა+3