Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

იმედი+6იმედი+6იმედი+3შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა რაჭაში სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის, „მამისონის“ ახალი შენობა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები. იმედი+6
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი. სასაზღვრო სექტორის ახალი შენობის მშენებლობის პროექტი აშშ-ის ევროპის სარდლობის (EUCOM), საქართველოში აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციისა (DEA) და რეგიონალური უსაფრთხოების ოფისის (RSO) მხარდაჭერით განხორციელდა. იმედი+6
ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სასაზღვრო სექტორი აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით. შენობის ინფრასტრუქტურა ადგილობრივი რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით არის მოწყობილი, რაც მესაზღვრეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის სათანადო პირობებს უქმნის. სულხან თამაზაშვილმა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ამერიკულ მხარეს პროექტის მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა. იმედი+3