Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

პირველი არხი+7პირველი არხი+6პირველი არხი+4გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ოქტომბრის ღამის საათებიდან აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე დროგამოშვებით ნალექი იქნება. ნალექი მოსალოდნელია ქვეყნის ჩრდილოეთ მთიან რაიონებში, ასევე შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში, სადაც ზოგან ნალექი ძლიერი იქნება. ამასთან, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. პირველი არხი+6
სააგენტოს გაფრთხილებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა მდინარეებზე, კერძოდ ენგურზე, არაგვზე, ალაზანსა და იორზე, ასევე მათ შენაკადებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები გამოიწვიოს. გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული მონაკვეთების დატბორვა. აღნიშნული მოვლენების საფრთხის დონე სააგენტოს მიერ საშუალოდ არის შეფასებული. პირველი არხი+4