Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+4ფორმულა+3იმედი+2ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მონიტორინგს უწევს საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებს. მისი თქმით, ეს პროცესი, ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებთან და ადრინდელ განცხადებებთან ერთად, იწვევს შეშფოთებას სასამართლო სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაციის გამო, რაც საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას. ფორმულა+6
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება შეაფასა როგორც „პირდაპირი ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში“ და „თავდასხმა ქვეყნის სუვერენიტეტზე“. მმართველი გუნდი მოუწოდებს ევრობიუროკრატიას, შეწყვიტოს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე. რუსთავი 2+2
ამასთან, ევროკომისიის პრესსპიკერმა ისაუბრა ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდების შესახებაც და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პირები და გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა. პარლამენტის 88 წევრის მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც ხუთი ოპოზიციური გაერთიანების აკრძალვას ეხება, საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბრიდან განიხილება. ინტერპრესნიუსი