Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

რუსთავი 2+1იმედი+1რუსთავი 2საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის განცხადებით, პარტიებს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას ედავებიან. გორდულაძის თქმით, ეს პოლიტიკური ძალები „ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი“, აქვთ ერთიანი იდეოლოგია და „ერთი და იგივე ზნე“, რის გამოც მათი ერთ პროცესში განხილვა სამართლებრივად დასაბუთებულია. რუსთავი 2+8
თავის მხრივ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მსოფლიოში ხუთი ერთმანეთთან დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთად გაუქმების პრეცედენტი არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით გორდულაძემ განაცხადა, რომ მართალია ასეთი მაგალითი არ არსებობს, მაგრამ არც ის არსებობს, რომ „ხუთმა პარტიამ ერთად, მჭიდროდ დაკავშირებულებმა, ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი“. ინტერპრესნიუსი
სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი უნდობლობა გამოხატეს. პარტიამ დააყენა შუამდგომლობები ვენეციის კომისიის სამი ექსპერტის ჩართვასთან და საკონსულტაციო დასკვნისთვის სარჩელის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნასთან დაკავშირებით. მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და მათ დაუსაბუთებელი უწოდა. გორდულაძემ აღნიშნული მოთხოვნები „სამართლებრივ ნონსენსად“ შეაფასა. რუსთავი 2