Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. ბრალდებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა ედება ბრალად.

კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 42 დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვი. თავდასხმა 28 აგვისტოს საღამოს განხორციელდა. კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, თავდასხმა კიევის ოლქის ბუჩას რაიონს, კერძოდ, სოფელ მილას მიადგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს…

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალა მოიპოვა და უკანონოდ შეინახა, რის შემდეგაც ის სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ სოფელში კონფლიქტის დროს თანასოფლელს ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. დაკავება სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მოხდა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებითი ხიდის მონტაჟი მიმდინარეობს, რადგან მანამდე არსებული ხიდი უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წაიღო. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის თქმით, ხიდის მოშლა სავარაუდოდ მეწყერის სახით ჩამოსული ნატანის შედეგად მოხდა.

26 აგვისტოს ნეპალსა და ტიბეტში მყინვარის ჩამოშლით გამოწვეულმა წყალდიდობამ ჰიმალაის რეგიონში კატასტროფული ზიანი გამოიწვია. ნეპალის კატასტროფების მართვის სამსახურის მონაცემებით, ნეპალში დაღუპულთა რიცხვი 900-ს აჭარბებს, ხოლო და წყაროების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 903-ს შეადგენს. დაკარგულთა რაოდენობასთან დაკავშირებით მონაცემები განსხვავებულია: და წყაროები 4…

ბაღდათის მუნიციპალიტეტში 27 აგვისტოს განვითარებული სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას სწავლობენ და პრევენციულ რეკომენდაციებს გასცემენ.