Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+3ფორმულა+3ფორმულა+2გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა პრესკონფერენციაზე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პროგრესი შეაფასა. მისი თქმით, მონტენეგრო გაწევრიანების პროცესის ბოლო მონაკვეთზეა და ქვეყანამ მოლაპარაკებების ორი მესამედი უკვე დახურა. ევროკომისიის შეფასებით, მონტენეგრომ დარჩენილი თავების დასახურად ყველა პირობა დააკმაყოფილა, ხოლო გაწევრიანების ხელშეკრულებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რომლის ხელმოწერაც 2027 წლის ივნისში იგეგმება. ფორმულა+2
მოლდოვასთან დაკავშირებით მარტა კოსმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ უპრეცედენტო საგარეო ზეწოლის მიუხედავად შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. ევროკომისარმა მოლდოვას „კლასში საუკეთესო მოსწავლე“ უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ყველა დარჩენილი სამომლაპარაკებლო კლასტერის გასახსნელად. ფორმულა+2
რაც შეეხება უკრაინას, ევროკომისარის განცხადებით, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლას ყველაზე რთულ პირობებში აგრძელებს. მარტა კოსის თქმით, უკრაინაში რეფორმების გატარება ჩქარდება და წლის ბოლომდე ყველა სამომლაპარაკებლო კლასტერის გახსნაა მოსალოდნელი. ფორმულა+2