Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+4ფორმულა+5ფორმულა+5შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი დააკავეს. გამოძიების თანახმად, ორმა ბრალდებულმა წარსულში არსებული პირადი კონფლიქტისა და შურისძიების მოტივით ერთ-ერთი პირის მკვლელობა დაგეგმა, რისთვისაც საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდ ალექსანდრე ქურასბედიანს, მეტსახელად „წრიპას“, დაუკავშირდნენ. ფორმულა+4
სამართალდამცველების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მკვლელობის დეტალები, დრო და ადგილი განსაზღვრეს, ხოლო უშუალოდ დანაშაულის შესასრულებლად თბილისიდან გურიაში პირი ჩამოიყვანეს, რომელსაც დაკავების შემთხვევაში მფარველობას დაჰპირდნენ. რუსთავი 2-ის ცნობით, დაკავების ოპერაცია სპეცრაზმის მიერ თბილისში, ოზურგეთსა და სოფელ მერიაში ერთდროულად ჩატარდა. ფორმულა+5
გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და ასაფეთქებელი მოწყობილობა, შეისწავლეს მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტი და შეიმუშავეს დანაშაულის დაფარვის გეგმა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფორმულა+5