Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+3ფორმულა+2ფორმულა+2საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თამოსკინი“ 600 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს ინფორმაციით, საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრემ დაარღვია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. ფორმულა+3
სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს „თამოსკინს“ დაევალა, ერთი თვის ვადაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოეყვანა და მომხმარებლის დარღვეული უფლება აღედგინა. ვინაიდან მოვაჭრემ დაკისრებული ვალდებულებები განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა, მის მიმართ სანქცია იქნა გამოყენებული. ფორმულა+2
ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას სააგენტომ გაითვალისწინა მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვა, რომლის საფუძველზეც გაანგარიშებულმა თანხამ 3 ლარი შეადგინა. თუმცა, კანონმდებლობის თანახმად, ჯარიმა არ უნდა იყოს 600 ლარზე ნაკლები, რის გამოც შპს „თამოსკინს“ სწორედ ეს თანხა დაეკისრა. ჯარიმის დაკისრება კომპანიას სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან არ ათავისუფლებს. ფორმულა+2