Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+3ფორმულა+1ფორმულა+3სახალხო დამცველის აპარატი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომლის თანახმადაც, უწყებამ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე რეაგირება დაგვიანებით განახორციელა. სახალხო დამცველი აღნიშნულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება. ფორმულა+3
უწყების განმარტებით, 2026 წლის 19 ოქტომბერს, 16:31 საათზე, ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ და მოთხოვნა მისი მონახულების თაობაზე. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ინფორმაცია გადაეცემოდა უფლებამოსილ დეპარტამენტს და პატიმრის მონახულება უმოკლეს ვადაში მოხდებოდა. ფორმულა+1
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, იმავე დღეს მათი რწმუნებული N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, თუმცა ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. უწყების მტკიცებით, აღნიშნული გარემოება დადასტურებულია შესაბამისი ოქმით, რომელზეც ბრალდებულის ხელმოწერაა დაფიქსირებული. ფორმულა+3