Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+2ფორმულა+1ფორმულა+1საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა, რომელიც 2025 წლის 4 აგვისტოს წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა ნუსხიდან ამორიცხვას ითხოვდა. გადაწყვეტილება პლენუმმა ადგილზე, სათათბიროდ გასვლის გარეშე მიიღო, ხოლო გადაწყვეტილება სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გაახმოვანა. ფორმულა+2
სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის ალტერნატიული შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც, თუ დასკვნა არ ამოიღებოდა, მტკიცებულებები მოსარჩელე მხარეს უნდა წარედგინა საკონსტიტუციო სასამართლოში. ფორმულა+1
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის განხილვა, რომელსაც პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით იხილავს. სარჩელი, რომელსაც პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს, ეხება „ერთიანობა − ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროას“, „ძლიერ საქართველოს“, „ფედერალისტურ პარტიას“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ფორმულა+1