Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულა+4იმედი+4იმედი+2საქართველოს საპატრიარქომ ტელეკომპანიებს „ფორმულასა“ და „ტვ პირველს“ მცხეთობისა და სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე აკრედიტაცია გაუუქმა, შესაბამისად, მათ დღესასწაულის გაშუქების უფლება არ ექნებათ. ინფორმაცია ამის შესახებ ტელევიზიებს საპატრიარქოდან აცნობეს. ფორმულა+2
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ამ ტელეკომპანიების წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წლების განმავლობაში სისტემატურად არღვევდნენ ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედ შინაგანაწესს და თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს. დეკანოზის თქმით, ჟურნალისტები ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას და ცდილობდნენ საზოგადოების ყურადღება დღესასწაულის არსიდან ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებაზე გადაეტანათ. იმედი+5
ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, არამედ საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარება, ლიტურგიკული წესრიგისა და მომლოცველთა ინტერესების დაცვა. საპატრიარქო ამ გადაწყვეტილების დასასაბუთებლად გასულ წელს მომხდარ შემთხვევებს და ვიდეოკადრებს იშველიებს. იმედი+2