Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

ფორმულაინტერპრესნიუსიინტერპრესნიუსიიტალიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა იტალიასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე. მისი თქმით, უკრაინა იტალიელ პარტნიორებს უზიარებს გამოცდილებას შეიარაღების ეფექტიანობისა და ტექნოლოგიური გაუმჯობესებების შესახებ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის უკვე მოქმედებენ ერთობლივი საწარმოები, მათ შორის კომპანია Leonardo-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ფორმულა
პრეზიდენტის შეფასებით, ეს თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლოა, რადგან იტალიაში ახალი საწარმოების გახსნა ხელს უწყობს ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას. ფორმულა
ამავე ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სთან ურთიერთობებზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ უკრაინასა და აშშ-ს უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე რუსეთსა და აშშ-ს. პრეზიდენტის თქმით, უკრაინას სურს, ამერიკასთან მომავალშიც ისეთივე ღია, პატიოსანი და პრაგმატული ურთიერთობები შეინარჩუნოს, როგორიც დღეს აქვს. ინტერპრესნიუსი