Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

რუსთავი 2+2რუსთავი 2+2რუსთავი 2+1შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში ორი პირი დააკავეს. მათ თაღლითობის ბრალდება წარედგინათ, რაც, გამოძიების თანახმად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ იქნა ჩადენილი და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. რუსთავი 2+2
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს. აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა. სამართალდამცველების ცნობით, ბრალდებულებმა შეთანხმებული პირობები არ შეასრულეს და გადაცემულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. რუსთავი 2+2
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსთავი 2+1