Newsletter Subscribe
Enter your email address below and subscribe to our newsletter

მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ აკრძალვის საკითხს განიხილავს. საქმეს შვიდი მოსამართლე სამი დღის განმავლობაში განიხილავს, გადაწყვეტილების მისაღებად კი სასამართლოს 9 თვე აქვს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით,…

საქართველოს მთავრობამ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის დაჩქარების მიზნით, ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციის გაცემის პროგრამა შემოიღო. აღნიშნული მექანიზმი ითვალისწინებს საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი დახმარების გაცემას, რაც ნებაყოფლობითია და განკუთვნილია იმ დევნილებისთვის, რომლებსაც მანამდე არ უსარგებლიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამებით. კომპენსაციის ოდენობა…

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროგრამა იმ დევნილ ოჯახებზეა გათვლილი, რომლებსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია არ მიუღიათ. განაცხადის შევსებისას ადგილზე ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი უნდა იმყოფებოდეს.

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება მესამედ წარადგინა. დოკუმენტი აანალიზებს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის საერთაშორისო სტანდარტებს და ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს.

აშშ-ის ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში მდებარე Silver Rail-ის დაწყებით სკოლაში 16 წლის მოზარდმა ცეცხლი გახსნა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა სკოლის ჩაკეტილი კარები ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით გაანგრია და შენობაში ასე შეაღწია. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5, 8 და 11 წლის სამი ბავშვი და…

ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნებში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის გაფართოება მშვიდობაში, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში გეოსტრატეგიული ინვესტიციაა. დოკუმენტის თანახმად, გაწევრების მომენტისთვის მზად უნდა იყვნენ როგორც მომავალი წევრი სახელმწიფოები, ისე თავად ევროკავშირი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა. ტრამპის განცხადებით, ზელენსკი არ არის ის ადამიანი, ვისთანაც საქმის დაჭერა ღირს, რადგან ის მოლაპარაკებების სურვილს მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს, სინამდვილეში კი ამას არ აპირებს. ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკის დიდი გულშემატკივარი…

ვარკეთილის ზემო პლატოზე საშუალო წნევის გაზსადენის დაზიანების გამო, 15 ოქტომბრის 01:00 საათიდან 8000 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.

ამერიკელმა მილიარდერმა და კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წასვლის დროა. მასკმა საკუთარ პოსტში აღნიშნა: „და ხოცვა-ჟლეტა გრძელდება… დროა, ზელენსკი წავიდეს“. tvpirveli-ს ინფორმაციით, მასკმა ზელენსკის „წასვლისკენ“ მოუწოდა.